რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს.

გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ტექნიკა დაზიანდა.