ხმაურიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ, 16 აპრილს გავა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე "ჩაგდებული" პროექტის იდენტურია.

კანონის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციაზე, 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეცრაზმი. მოქალაქეებს პარლამენტის შენობისთვის წრის დარტყმა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციის კორდონმა არ მისცა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.