პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ შედგა. 

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 0. 

აღნიშნული კანონპროექტი მმართველ გუნდს გასულ წელსაც ჰქონდა პარლამენტში ინიციირებული, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას უკან გაიწვია.