აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) ხელმძღვანელის პოსტზე სტივენ მირანის კანდიდატურა დაასახელა.
არსებული ინფორმაციით, სტივენ მირანი ამ თანამდებობას 2026 წლის 31 იანვრამდე დაიკავებს. მანამდე იგი თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩევლების საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე იყო.
მირანის ფედრეზერვის წევრად დამტკიცებას ამერიკის სენატის თანხმობა სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ფედრეზერვმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა ამ ახალ დანიშვნასთან დაკავშირებით.
ამჟამად უწყებას ჯერომ პაუელი ხელმძღვანელობს.