აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ერთი დღე აქვს დარჩენილი, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, აშშ მას მეორედ სანქციებს დაუწესებს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა, რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, ვიდრე დონალდ ტრამპს შეხვდება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, მსგავსი შეხვედრის საჭიროება არ არსებობს.
„მას ერთი დღე აქვს დარჩენილი. ვნახავთ, რას იტყვის [პუტინი]. ეს მასზე იქნება დამოკიდებული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ...
მათ სურთ ჩემთან შეხვედრა და მე ყველაფერს გავაკეთებ მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად. წინა თვეში 14 000 ადამიანი დაიღუპა. კვირაში 4000-5000 ადამიანი. არ მიყვარს დიდხანს ლოდინი. ეს სირცხვილია. ესენი ძირითადად ჯარისკაცები არიან – უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტებს ისვრიან და ღამღამობით 35-40 ადამიანი იღუპება, რაც საშინელებაა“, - განაცხადა ტრამპმა.