სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, გიორგი არაბიძემ დავა მოუგო "ულსანს" და კომპენსაციის სახით 2,8 მილიონ დოლარს მიიღებს. კლუბმა 27 წლის ნახევარმცველთან ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი და ფიფა-სგან საკადრისად დაისაჯა.
არაბიძეს "ულსანთან" ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე აკავშირებდა. Sport Seoul-ის ცნობით, ფიფა-მ კლუბს დაავალა, კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილი თანხა მთლიანად გადაუხადოს ამჟამად უგუნდოდ მყოფ ქართველ ფეხბურთელს.
სამხრეთკორეული მედიის ცნობით, "ულსანი" ფიფა-ს გადაწყვეტილების სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.