საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით.
აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
საუბრისას ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დიდიე ტღებიუკს გაეროს მნიშვნელოვანი როლისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

,,ლელო საქართველოს” მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე - აღსრულების ეროვნული ბიურო
ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციას ამოწმებს - შესწავლა გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებას უკავშირდება
ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება
„დასავლეთის ზედმეტი კონტროლი უკრაინაზე მიუღებელია“ - იულია ტიმოშენკო
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
1754551200
