აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მას­შტა­ბუ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია ხდე­ბა - პრო­ცე­სი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის რიფ­ტუ­ლი სის­ტე­მი­დან (EARS) მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს ნაპ­რა­ლი სო­მა­ლი­სა და ნუ­ბი­ის ფი­ლებს შო­რის სა­ზღვარს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თან­და­თა­ნო­ბით ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. ეთი­ო­პი­ის უდაბ­ნო­ში 35 მი­ლის სიგ­რძის ნაპ­რა­ლი 2005 წელს გაჩ­ნდა.

მეც­ნი­ე­რებ­მა რე­გი­ო­ნის ქვეშ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ცხე­ლი, ნა­წი­ლობ­რივ გამ­დნა­რი ქა­ნე­ბი, რო­მე­ლიც აფ­რი­კუ­ლი სუ­პერ­ფლუ­მის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ზე­და­პი­რის ქვეშ, სუ­პერ­ფლუ­მის ინ­ტენ­სი­უ­რი სით­ბო და წნე­ვა სუს­ტდე­ბა და ლი­თოს­ფე­როს გაბ­ზარ­ვას იწ­ვევს. ფირ­ფი­ტე­ბი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 0,2 ინ­ჩის სიჩ­ქა­რით შორ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით ადა­მი­ა­ნის ფრჩხი­ლე­ბის ზრდის სიჩ­ქა­რეს უტოლ­დე­ბა.

  • დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ ნაპ­რალ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ოკე­ა­ნე წარ­მოქ­მნას. ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა სო­მა­ლი, კე­ნია და ტან­ზა­ნია, შე­საძ­ლოა ახა­ლი მი­წის ნა­წი­ლი გახ­დნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ­კე კონ­ტი­ნენ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ.

2005 წელს ეთი­ო­პი­ის აფა­რის რე­გი­ონ­ში 400-ზე მეტ მი­წისძვრას 37 მი­ლის სიგ­რძის ბზა­რის გა­ჩე­ნა მოჰ­ყვა, რაც დი­ნა­მი­უ­რი ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის მა­გა­ლი­თია.

"ადე­ნის ყურე და წი­თე­ლი ზღვა აფა­რის რე­გი­ონს და აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის რიფ­ტულ ველს დატ­ბო­რავს, რაც ახალ ოკე­ა­ნეს წარ­მო­შობს. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის ეს ნა­წი­ლი სა­კუ­თარ, გა­მორ­ჩე­ულ კონ­ტი­ნენ­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა.

ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა სო­მა­ლი, კე­ნია და ტან­ზა­ნია, შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი მი­წის ნა­წი­ლი გახ­დნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ­კე კონ­ტი­ნენ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ" - ამ­ბობს სა­ზღვაო გე­ო­ფი­ზი­კო­სი კენ მაკ­დო­ნალ­დი.

წყა­რო:   ambebi.ge