ევროკავშირი რადიო თავისუფლებას 5,5 მილიონი ევროს ოდენობის გადაუდებელ დახმარებას გამოუყოფს. გადაწყვეტილება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მაუწყებლობის შენარჩუნებას ემსახურება.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა თქვა, რომ ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ 5,5 მილიონი ევროს კონტრაქტზე „რადიო თავისუფალი ევროპის სასიცოცხლო საქმიანობის მხარდასაჭერად“.
კაია კალასი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის განაგრძობს რადიოს დაფინანსებას გრძელვადიან პერსპექტივაშიც.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო.
ის 27 ენაზე აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 23 ქვეყანაში მაუწყებლობს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს ამ მედიასაშუალების დაფინანსება. ადვოკატები ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ.
წყარო: euronews georgia