27 მაისს ევროკავშირის საბჭო უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ მოსმენას გამართავს. ეს ევროკავშირის წესდების მე-7 მუხლით არის შესაძლებელი, რომელიც გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის ზოგიერთი უფლების შეჩერების საშუალებას იძლევა.
გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილს, გადალახოს ბუდაპეშტის წინააღმდეგობა უკრაინის ბლოკში გაწევრებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ალტერნატიულ გზებს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი კვლავ შეეცდება უკრაინის კანდიდატურის დაბლოკვას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არაერთხელ დაბლოკა და შეაფერხა ევროკავშირის დახმარების პაკეტები უკრაინისთვის და ეწინააღმდეგებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ამასთან, ორბანის მმართველობის პირობებში უნგრეთს პრესის თავისუფლების შეზღუდვისა და დემოკრატიის შელახვის გამო სულ უფრო მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.
წყარო: euronews georgia