ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის  ქართული ონლაინ-სკოლა, LIb.ge  დაარსდა. 

ონლაინ-სკოლა Lib.ge - აკადემიის პროექტია, რომელიც გიორგი კეკელიძემ დააფუძნა. საწყის ეტაპზე, ონლაინ-სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის ლექციებით დაიწყება, ასევე ჩატარდება ქართული ზღაპრების და ინგლისურის ენის კურსებიც. გაკვეთილებს საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები (მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები და ხუთეულის წევრები) გაუძღვებიან.

Lib.ge - აკადემიის ბრენდის ელჩი ევროპაში ინგა თოფურია იქნება.

თვეში ერთხელ, დარეგისტრირებული მოსწავლეებისთვის, ლექციებს დათო ტურაშვილი, ნათია ფანჯიკიძე, დუტა სხირტლაძე და დამიანე გორდელაძე (მარტოკაცი) ჩაატარებენ.

როგორც  პროექტის ავტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ამბობს, Lib.ge-ის ერთ-ერთი მიმართულება, ემიგრანტი დედების სწავლებას სრულად დააფინანსებს. 

"Lib.ge-ის აკადემია დიდი ხნის წინ აღვადგინეთ, ოდესღაც კი ეს ელექტრონული ბიბლიოთეკა იყო. Lib.ge არაფორმალური სკოლაა, როგორც ცოცხალი შეხვედრებისთვის, ასევე ონლაინრეჟიმში მომუშავე. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ქართველი ემიგრანტებისთვის სწავლებაა. გვყავს სპონსორები, რომლებიც აფინანსებენ ემიგრანტი დედებისთვის სრულად უფასო სწავლება.

რაც შეეხება საბავშვო მიმართულებას, კეკელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურობა საკმაოდ მაღალია და 107 მოსწავლე უკვე დარეგისტრირდა",- ამბობს გიორგი კეკელიძე "კომერსანტთან" ინტერვიუში.

„Lib.ge -ის ბავშვების მიმართულება მოსწავლეებს რამდენიმე საგანში ტოპ მომზადებას სთავაზობს. ამ დროისთვის 107 მოსწავლეა რეგისტრირებული, რეგისტრაცია კი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება“,- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.