უძრავი ქონების იჯარით გაცემის სექტორის შემოსავალმა 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს 460 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2022 წელთან შედარებით 105 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით მეტი იყო.

შემოსავლების სამსახურისგან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, იჯარით საკუთარი ქონების გაცემისგან შემოსავალი 38.3 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც წლიურად 6.6 ათასით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი. ამ გამქირავებლებს შორის წლიურად 100,000 ლარზე მაღალი შემოსავალი სულ 294 ადამიანს ჰქონდა, რომლებმაც საერთო ჯამში 41.3 მილიონი ლარის საიჯარო შემოსავალი მიიღეს. ამ პირთა რაოდენობა გასულ წელს 57%-ით გაიზარდა, მათ მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი კი 68%-ით გაიზარდა.

2023 წელს გამქირავებელთა რაოდენობა და მიღებული შემოსავლები კონკრეტული საფეხურების მიხედვით ასე ნაწილდება:

წლიურად 10 ათას ლარამდე - 26,500 ადამიანი, ჯამური შემოსავალი 74.2 მილიონი ლარი;

წლიურად 10-20 ათასი ლარი - 5,200 ადამიანი, ჯამური შემოსავალი 72.2 მილიონი ლარი;

წლიურად 20-40 ათასი ლარი - 3,600 ადამიანი, ჯამური შემოსავალი 102.3 მილიონი ლარი;

წლიურად 40-60 ათასი ლარი - 1,500 ადამიანი, ჯამური შემოსავალი 73.5 მილიონი ლარი;

წლიურად 60-80 ათასი ლარი - 835 ადამიანი, ჯამური შემოსავალი 57.3 მილიონი ლარი;

წლიურად 80-100 ათასი ლარი - 437 ადამიანი, ჯამური შემოსავალი 38.8 მილიონი ლარი;

100 ლარი და მეტი - 294 ადამიანი, ჯამური შემოსავალი 41.3 მილიონი ლარი.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ პირთა შემოსავლებს, რომლებსაც იჯარის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახლის იჯარა, ასევე საოფისე თუ კომერციული ფართების საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც ოფიციალურად არის გაფორმებული.

bm.ge