მეცნიერების ვარაუდით, მყინვარების დნობა ვულკანების ამოფრქვევას უფრო გაახშირებს და პროცესში კლიმატის ცვლილებას გააუარესებს. ასეთ დასკვნამდე ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ.
მათი თქმით, ანტარქტიდაში, რუსეთში, ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მყინვარების ქვეშ ასობით ვულკანი იმალება. მაგრამ პლანეტაზე ტემპერატურის მატება ყინულის საფარს ადნობს, რაც ვულკანების გააქტიურების შესაძლებლობას ზრდის.
მეცნიერები მყინვარების დნობასა და ვულკანების ამოფრქვევებს შორის კავშირზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამის საფუძველი საკმაოდ მარტივი მექანიზმია: მყინვარების სიმძიმე დედამიწის ქერქსა და მანტიას აწვება. ეს წნევა ყინულის დნობასთან ერთად იკლებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა აირები და მაგმა ფართოვდება. ეს იწვევს წნევის დაგროვებას, რაც აფეთქებით ამოფრქვევებს განაპირობებს.
ანალოგიური პროცესი ისლანდიაში, 10 ათასი წლის წინ, ბოლო გამყინვარების პერიოდის ბოლოს უკვე განვითარდა - ყინულის საფარის დნობის ფონზე, ქვეყანაში ვულკანური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, გამყინვარების პერიოდის პიკში -
2020 წლის კვლევის მონაცემებით, პლანეტის 245 პოტენციურად ყველაზე აქტიური ვულკანი ყინულის 5-კილომეტრიანი საფარის ქვეშ იმალება.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ დროთა განმავლობაში აქტიური ამოფრქვევები სათბურის აირების დაგროვებას შეუწყობს ხელს, რაც კლიმატის ცვლილებებს დააჩქარებს.