გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის (Destatis) საბოლოო მონაცემებით, ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასები ივნისში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.

წინასწარი მონაცემები ასევე მიუთითებდა სამომხმარებლო ფასების 2%-ით ზრდაზე და Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის გადახედვას არ ელოდნენ.

მაისში გერმანიაში ინფლაციამ 2.1% შეადგინა.

წყარო: Interfax