საპროტესტო აქციების და დემონსტრაციებისას აქტუალური ხდება უსაფრთხოების ისეთი საშუალებები, როგორიცაა პირბადეები, დამცავი საშუალებები და ა.შ. აქციის მონაწილეები ცდილობენ, სამართალდამცავების მიერ აქციის შესაძლო დაშლის შემთხვევაში, თვალების, სასუნთქი გზების და ყურების დაცვის მინიმალური საშუალებები ჰქონდეთ.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა სახის დამცავი საშუალებებია ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე და როგორია მინიმალური და მაქსიმალური ფასი.

მაგალითად  ტაქტიკური სამხედრო-სალაშქრო ტანსაცმლის და აღჭურვილობის მაღაზია tactical.ge მომხმარებელს 120 ლარად სთავაზობს რესპირატორს , რომელსაც თვალების, ცხვირ-პირის და ყურების დაცვა შეუძლია.

„დომინოში“  დამცავი სათვალის ფასი 17 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე ადის, რაც შეეხება რესპირატორიან პირბადეს მისი ფასი 7-8 ლარია.

რესპირატორის კომპლექტი, რომელიც (გამოიყენება ქიმიური დასუფთავების დროს და ლაბორატორიებში) სახეს, ცხვირს, ყურებს, თვალებს იცავს, 239 ლარი ღირს .

გორგიაში სახის დამცავ ფარის  ღირებულება 19 ლარიდან 22 ლარის  ფარგლებში მერყეობს.

რესპირატორი KN95-ის ფასი 3 ლარამდეა, სამედიცინო სამშრიანი პირბადე კი  0.15 -0.20 ლარი ღირს.