2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა.
საქსტატი ინფლაციას ყოველთვიურად 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის. ამ პროდუქტებიდან წლიურად ყველაზე მეტად, 90%-ით ლიმონის ღირებულება გაიზარდა. მეორე ადგილზეა კომბოსტო 61%-იანი გაძვირებით, მესამეზე კი ბადრიჯანი 52%-იანი გაძვირებით.
2025 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი
ლიმონი - 90%;
კომბოსტო - 61%;
ბადრიჯანი - 52%;
კიტრი - 44%;
კივი - 35%.