მსოფლიოში დაახლოებით 281 მილიონი საერთაშორისო მიგრანტია, რაც მსოფლიო მოსახლეობის 3.6%-ს შეადგენს.
აშშ-ს, გერმანიას და საუდის არაბეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი იმიგრანტი ჰყავს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველა ქვეყანაზე მეტი იმიგრანტი ჰყავს. Voronoi-ს ინფორმაციით, წლების განმავლობაში აშშ ემიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს ინარჩუნებს.
ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი ასახავს მიგრანტებისთვის 20 საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას 1995 და 2020 წლებში, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2024 წლის მსოფლიო მიგრაციის ანგარიშის მონაცემების საფუძველზე.