სამყაროს აღსასრულის ახალი გათვლები მიუთითებს, რომ ყველაფრის აღსასრული იმაზე გაცილებით ადრე დადგება, ვიდრე ამას წინა გათვლები მიუთითებდა.
მას შემდეგ, რაც მხედველობაში მიიღეს სამყაროში ყველაფრის მიერ გამოყოფილი ჰოკინგის რადიაცია, დადგინდა, რომ სამყაროს ფუნქციური აღსასრული 1078 წლის შემდეგ დადგება. რა თქმა უნდა, იმ დროისათვის კაცობრიობა იმ დროისათვის ისედაც უკვე აღარ იქნება, მაგრამ ეს რიცხვი იმაზე 101,100 წლით ნაკლებია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
„სამყაროს აღსასრული მოსალოდნელზე გაცილებით მალე დადგება, მაგრამ საბედნიეროდ, ამას მაინც ძალიან დიდი დრო დასჭირდება“, — ამბობს ნიდერლანდების რედბუდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჰეინო ფალკე.
კვლევა წარმოადგენს 2023 წლის პუბლიკაციის პირდაპირ გაგრძელებას, რომელშიც ფალკემ და მისმა კოლეგებმა, მაიკლ ვონდრაკმა და ვალტერ სუიჯლეკომ დაადგინეს, რომ შავი ხვრელები სულაც არაა სამყაროში ერთადერთი რამ, რაც ჰოკინგის რადიაციას გამოყოფს. ჰოკინგის რადიაციით ან რაღაც მისი მსგავსით თანდათანობითი აორთქლება შეიძლება განიცადოს სხვა ნაკლებად მკვრივმა ობიექტებმაც.
ცოტა რთული ამბავია და საჭიროა უფრო დეტალებში ჩასვლა, მაგრამ ძირითადი არსი ის არის, რომ ჰოკინგის მსგავსი რადიაცია — ნაწილაკების სპონტანური წარმოქმნა, რომლებიც ფრინდებიან და თან მიაქვთ შავი ხვრელის ენერგიის ნაწილი; ირკვევა, რომ ეს რადიაცია შეიძლება წარმოიქმნას ნაკლებად ექსტრემალური სივრცე-დროის გამრუდებულობის დროსაც.
ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ საჭირო იყო მოვლენათა ჰორიზონტი — წერტილი, რომელთანაც შავი ხვრელის გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ მისგან გასაქცევად საჭირო სიჩქარე სინათლესაც კი არ გააჩნია.
თუმცა, 2023 წლის კვლევაში ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს შეიძლება მოხდეს სხვა ულტრამკვრივ ან ძლიერ მასიურ ობიექტთა გარშემოც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის მოდელის თანახმად, სივრცის გამრუდება ნეიტრონულ ვარსკვლავთა და თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო, ასევე მასიურ გალაქტიკათგროვათა გარშემო, ასევე უნდა აადვილებდეს აორთქლებას.
„ძალიან დიდი პერიოდის შემდეგ, ეს გამოიწვევს არა მხოლოდ შავი ხვრელების, არამედ სამყაროში ყველაფრის თანდათან აორთქლებას. ეს კი ცვლის ჩვენს წარმოდგენას არა მხოლოდ ჰოკინგის რადიაციის, არამედ სამყაროსა და მისი მომავლის შესახებაც“, — განმარტავს ფლაკე 2023 წლის პუბლიკაციაში.
შემდეგ ჩნდება ასეთი კითხვა — რამდენი ხანი დასჭირდება ამას? მკვლევართა ჯგუფმა სწორედ ეს გამოთვალა.
თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები ობიექტთა ერთ ოჯახს მიეკუთვნება. ისინი ვარსკვლავთა სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ობიექტებია; სიკვდილის შემდეგ, ვარსკვლავები მატერიის გარე შრეებს კარგავენ, ბირთვი კი ულტრამკვრივ ობიექტად კოლფასირდება.
მზეზე დაახლოებით მაქსიმუმ რვაჯერ მასიური ვარსკვლავები თეთრ ჯუჯად გადაიქცევიან; თეთრი ჯუჯების მასის ზედა ზღვარი 1,4 მზის მასაა. 8-დან 30-მდე მზის მასის მქონე ვარსკვლავები ნეიტრონულ ვარსკვლავებად გადაიქცევიან, რომელთა მაქსიმალური მასაზე დაახლოებით 2,3 მზის მასაა. მზეზე 30-ჯერ და მეტად მასიური ვარსკვლავები კი შავ ხვრელებად გადაიქცევიან.