აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ჰააგაში, NATO-ს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევის წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ რუბიომ ანტალიაში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით რუბიომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე NATO-ს სამიტზე ზელენსკის მიწვევის წინააღმდეგია.

„არ ვიცი, საიდან არის ასეთი ინფორმაცია“, – განაცხადა მარკო რუბიმ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ანტალიაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბევრმა კოლეგამ დააყენა ზელენსკის მიწვევის საკითხი, რის წინააღმდეგაც აშშ არ გამოსულა.

ამასთან, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მოსალოდნელია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ოთხი სახელმწიფოს ლიდერების მონაწილეობა სამიტში. რუბიოს თქმით, ალიანსში დიდი ხანია, არსებობს პრაქტიკა, მიიწვიონ იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც NATO-ს წევრები არ არიან.

NATO-ს სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

პირველი არხი