ჯერ iPhone 16-ით გადაღებულ ფილმებს გვთავაზობდა, ახლა კი iPhone 17-ის დრო დადგა — უახლესი Pro მოდელით კინემატოგრაფიულ რეკლამას გვთავაზობენ, თუმცა სტუდიის სუფთა კადრების ნაცვლად, ტალახში, ქვიშასა და წვიმაში უწევთ მუშაობა. პრომოთი ეფლი iPhone 17 Pro-ს კინემატოგრაფიულ შესაძლებლობასა და გამძლეობაზე უსვამს ხაზს, რაც, თავის მხრივ, ისეთ მახასიათებლებზე მიგვანიშნებს, როგორებიცაა ახალი ალუმინის კორპუსი, A19 Pro ჩიპი და სამმაგი 48-მეგაპიქსელიანი კამერა 8x ოპტიკური ზუმით. მთავარ როლში კი, რაღა თქმა უნდა, Cosmic Orange-ის ფერია…
Dual Capture-ისა და ულტრასტაბილიზებული 4K HDR ვიდეოს მსგავსი ფუნქციების კომბინაციით Pro მოდელის ხაზს შემოქმედებით ინსტრუმენტად გვაცნობენ, რომელსაც შეუძლია, სტუდიის მიღმა არსებულ პირობებსაც გაუძლოს, შესაბამისად, მხოლოდ სუფთა ხელებისა და მაგიდებისთვის აღარ არის, ყველაფრისთვის მზადაა, რაც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება, მოხდეს და ამაში თავად დარწმუნდებით:
წყარო: marketer.ge