შეერთებული შტატები და არგენტინა მუშაობენ გეგმაზე, რომელიც არგენტინელ ტურისტებს კვლავ მისცემს აშშ-ში ვიზის გარეშე მოგზაურობის საშუალებას. არგენტინის პასპორტის მფლობელებისთვის შტატებში უვიზო მიმოსვლის რეალობად ქცევას, სავარაუდოდ, ორი-სამი წელი დასჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი არგენტინამ უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის ის სტანდარტი უნდა დაამკვიდროს, რომელსაც შტატები მოითხოვს. გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, არგენტინის მოქალაქეებს ამერიკაში ჩასვლა უვიზოდ 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

აშშ-ში ვიზის გარეშე სამ თვემდე ვადით მოგზაურობის უფლება 40-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს აქვს. ისინი ძირითადად ევროპული და მდიდარი აზიური ქვეყნები არიან. თუმცა, სასაზღვრო ოფიცრებს უფლება აქვთ ნებისმიერი პირი უკან გააბრუნონ.