ამერიკულ კომპანიებს 2025 წელს შეუძლიათ 1.1 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საკუთარი აქციების უკან გამოსყიდვა, რაც ისტორიული რეკორდი იქნება, წერს Wall Street Journal Birinyi Associates-ის ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით.
Birinyi-ს ცნობით, რომელიც საფონდო ბირჟის დინამიკას აანალიზებს, წლის დასაწყისიდან ამერიკულმა კომპანიებმა 983.6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამები გამოაცხადეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია შესაბამისი პერიოდისთვის 1982 წლიდან მოყოლებული, როდესაც Birinyi–მ ამ სტატისტიკის თვალყურის დევნება დაიწყო.
მხოლოდ ივლისში გამოცხადდა აქციების უკან გამოსყიდვის დაგეგმილი 165.6 მილიარდი დოლარის ოდენობა რაც 2006 წელს იმავე თვეში დამყარებულ რეკორდს (87.7 მილიარდი დოლარი) აჭარბებს. ამ პროგრამების თითქმის ნახევარი შეერთებული შტატების უმსხვილეს ოცეულში შემავალმა კომპანიებმა წამოიწყეს. მათ შორის არიან ტექნოლოგიური გიგანტები Apple Inc. და Alphabet Inc., ასევე წამყვანი ბანკები, მათ შორის JPMorgan Chase & Co., Bank of America Corp. და Morgan Stanley.