„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრას წელს მილანი მასპინძლობს. შეხვედრები 4-7 მაისის პერიოდში გაიმართება.

საქართველოდან ყოველწლიურ შეხვედრას "ოცნების" ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მისი მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე დაესწრებიან

შეხვედრების მთავარი თემა იქნება: „გამოცდილების გაზიარება, მომავლის შექმნა: აზიასა და წყნარ ოკეანეში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები“.

შეხვედრების მიმდინარეობისას ADB, პარტნიორები და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი განიხილავს, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთო ინოვაციური გადაწყვეტილებების საფუძველზე აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის, პროგრესისა და მდგრადი განვითარების შექმნა.

თბილისის დროით, 13:30 საათზე “აზიის განვითარების ბანკის” პრეზიდენტი, მასატო კანდა პრეს კონფერენციას გამართავს და მედიის კითხვებს უპასუხებს.