ოფიციალური მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2024 წლის პირველ სამ თვეში 5,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამან გადააჭარბა მოლოდინს, რომ მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა პირველ კვარტალში ზრდას 4.6%-მდე შეანელებდა.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ პირველ კვარტალში საცალო გაყიდვების ზრდა, ჩინეთის მომხმარებელთა ნდობის მთავარი მაჩვენებელი, 3.1%-მდე დაეცა.

ამასთანავე, ქონების ინვესტიციები იმავე პერიოდში 9.5%-ით დაეცა, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის უძრავი ქონების ფირმების წინაშე არსებულ გამოწვევებს.