უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, დარწმუნებულები ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას იმედი არ უნდა გაუცრუვდეს იმის გამო, რომ ამჟამად ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკური ნება ალიანსის ყველა მოკავშირეს არ აქვს.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ესტონეთში, NATO-ში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველას არ სჯეროდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა NATO-ს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ აი, ჩვენ აქ ვართ - NATO-ს წევრები და მოკავშირეები“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა ის უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას რეალისტურად იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში ვერ ხედავს.

ipn.ge