გერმანულმა საფოსტო და ლოგისტიკურმა კომპანია DHL Group-მა (ყოფილი Deutsche Post DHL Group) 2025 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება 6.2%-ით, ხოლო შემოსავალი 2.8%-ით გაზარდა, ამასთან ორივე მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა.
იანვარ-მარტში კომპანიის წმინდა მოგებამ 786 მილიონი ევრო, ანუ 0.67 ევრო აქციაზე შეადგინა, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 740 მილიონი ევრო იყო, ანუ 0.62 ევრო აქციაზე.
შემოსავალი 20.809 მილიარდ ევრომდე გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 740 მილიონ ევროსთან, ანუ აქციაზე 0.62 ევროსთან შედარებით.
კომპანიის მიერ მოწოდებული კონსენსუსის პროგნოზის თანახმად, ანალიტიკოსებმა წმინდა მოგება 747 მილიონ ევროდ შეაფასეს 20.789 მილიარდი ევროს შემოსავალზე.