აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2026 წელს „დიდი ოცეულის” სამიტი ფლორიდაში, მის გოლფის კლუბში გაიმართება.

„ჩვენ ამით ფულს არ გავაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, წელს არ დაესწრება სამხრეთ აფრიკაში „დიდი ოცეულის” სამიტს და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი წავა.

„წელს არ წავალ, ეს სამხრეთ აფრიკაშია. მე არ წავალ, შესანიშნავი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი წავა და ის მოუთმენლად ელოდება ამას, მაგრამ არა, მე იქ არ წავალ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, შესაბამისი კითხვის პასუხად, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაიამიში, 2026 წლის „დიდი ოცეულის” სამიტზე დასწრებას მოისურვებენ, მოხარული იქნება.

„ეს საინტერესო კითხვაა – მე მოხარული ვიქნებოდი, თუ დაესწრებოდნენ, თუ მათ სურთ”, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge