ევროკავშირი აგრძელებს რუსული ნავთობის ფასების „ჭერის“ შემცირების იდეის განხილვას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.
„რუსული ნავთობის ფასების ახალი „ჭერის“ საკითხი დღის წესრიგში რჩება“, - განაცხადა მან ორშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.