ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს (EEA) ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის მცხოვრებლების 20%-ზე მეტი სატრანსპორტო ხმაურის მავნე ზემოქმედების ქვეშ იმყოფება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უფრო მკაცრი სტანდარტების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევს.

სააგენტოს მონაცემებით, ხმაურის ძირითადი წყარო საავტომობილო გზებია. დაახლოებით 92 მილიონი ადამიანი იტანჯება ასეთი ხმაურით. რკინიგზის ტრანსპორტი გავლენას ახდენს 18 მილიონზე, ხოლო ავიაცია - 2.6 მილიონ ევროკავშირის მოქალაქეზე.