Greenpeace–ის მიერ ჩატარებული ახალი საერთო ევროპული კვლევის თანახმად, ტრანსსასაზღვრო მარშრუტების უმეტესობაზე თვითმფრინავით მგზავრობა მატარებლით მგზავრობაზე იაფი რჩება.
საერთო ჯამში, ეკოლოგებმა 2025 წელს 31 ქვეყანაში საერთაშორისო და შიდა ფრენების ფასები შეადარეს 142 მიმართულებას, რომელთა სიგრძე 1500 კმ-ზე ნაკლებია დაჯავშნის სხვადასხვა დროს. ამრიგად, ავიაბილეთების ღირებულება შემთხვევათა 54%-ში უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა.
ტრანსსასაზღვრო მარშრუტების მესამედზე ოდნავ მეტზე (39%) მატარებლები უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე თვითმფრინავები, ხოლო შიდა მარშრუტებზე ეს მაჩვენებელი 70%-ს აღწევს. საფრანგეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში რკინიგზით მგზავრობა თითქმის ყველა საერთაშორისო მარშრუტზე (95%) მნიშვნელოვნად უფრო ძვირია, ვიდრე საჰაერო მგზავრობა.
ზოგიერთ შემთხვევაში, მატარებლის ბილეთი, მაგალითად, კიოლნსა და მანჩესტერს ან ბარსელონასა და ლონდონს შორის, იმავე მარშრუტზე ავიაბილეთზე 26-ჯერ (!) მეტი დაჯდება.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე