ევროზონაში სამომხმარებლო ფასები აპრილში წინა წელთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც წინასწარი მონაცემებია წარმოდგენილი.
ამრიგად, ინფლაცია წინა თვის დონეზე დარჩა.
Trading Economics-ის მიერ მოყვანილი ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზით, აპრილში ინფლაცია 2.1%-მდე შენელდებოდა.
მომსახურების ფასების ზრდა გასულ თვეში დაჩქარდა და მარტში არსებული 3.5%-დან 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო საკვებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე - 2.9%-დან 3%-მდე. სამრეწველო საქონლის ფასები აპრილში 0.6%-ით გაიზარდა, რაც წინა თვის ანალოგიური მაჩვენებელია, ხოლო ენერგომატარებლების ფასები მარტში 1%-იანი ვარდნის შემდეგ 3.5%-ით დაეცა.
სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი, სურსათისა და ენერგიის ღირებულების გამოკლებით (ძირითადი CPI ინდექსი), აპრილში დაჩქარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-მდე გაიზარდა, წინა თვის 2.4%-თან შედარებით. საშუალოდ, ექსპერტები ამ მაჩვენებელს 2.5%-ად ვარაუდობდნენ.
ევროზონაში სამომხმარებლო ფასები აპრილში წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა როგორც მარტში.