ამერიკული CIM ჯგუფისა და Novva Data Centers-ის ერთობლივმა საწარმომ მიიზიდა 2 მილიარდი დოლარის სესხი West Jordan–ში, სოლტ ლეიკ სიტის მახლობლად(იუტას შტატი) მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის, იუწყება The Wall Street Journal.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო სესხი JPMorgan Chase & Co-მ და Starwood Property Trust-მა გასცეს. მონაცემთა ცენტრი განთავსდება 100 ჰექტარ ფართობზე (400 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი) და ექნება 175 მეგავატი სიმძლავრე.
CIM-მა და Novva-მ ობიექტის პირველი ფაზის მშენებლობა 2020 წელს დაიწყეს და 2023 წელს გახსნეს. დარჩენილი ნაწილი 2026 წლის ბოლომდე გაიხსნება.