ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი და მსხვილი სავაჭრო ქსელები ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციის ან „X დღის” დადგომის შემთხვევაში მოსახლეობისთვის საკვებით უზრუნველყოფის გეგმას ამზადებენ.

ოთხმა უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა მთავრობისგან უკვე მიიღო საგანგებო პირობებში მუშაობის ინსტრუქციები. ამასთან, ლიეტუვის ბანკმა წელსვე უნდა უზრუნველყოს რომ შიდა ქსელების და ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში ბარათებით გადახდა შესაძლებელი იყოს.

კრიზისების მართვის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტები, სადაც საკვებით უზრუნველყოფა შესაძლოა გართულდეს, თუმცა, დასძენენ რომ მცირე საცალო მოვაჭრეებთან ერთად ამ პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ.

სუპერმარკეტების მუშაობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება

კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორის ვილმანტას ვიტკაუკასის თქმით, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქალაქეებს საკვები პროდუქტების შეძენა უნდა შეეძლოთ.

„ჩვენი კრიტერიუმებია ზომა, დასახლებული პუნქტიდან დაშორება, მოსახლეობის სიმჭიდროვე და ერთი სუპერმარკეტი 30 000 ადამიანზე,“ – თქვა ვიტკაუკასმა. მისივე თქმით, არსებული მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტს განსაზღვრულ მაღაზიებზე უკვე აქვს წვდომა.

ვილმანტას ვიტკაუკასიE. Blažys / LRT

მანვე დასძინა რომ დანარჩენი ნაკლოვანებები ხელისუფლებამ უნდა აღმოაჩინოს და აღმოფხვრას.

მთავრობა ითხოვს, რომ მოქალაქეებს სახლში საკვების მინიმუმ სამდღიანი მარაგი ჰქონდეთ. მეოთხე-მეექვსე დღემდე მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებს ევალებათ, ხოლო ცენტრალური მთავრობის რეზერვი მეშვიდე დღიდან გამოიყენება.

ამჟამად გამოყოფილია ოთხი უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 207 მაღაზია სადაც მოსახლეობას ომის ან სხვა კრიზისის დროს საკვებზე ექნება წვდომა.

უსაფრთხოების მიზეზების გამო, კრიზისების ცენტრი არ ასახელებს კონკრეტულ ადგილებს, თუმცა საგანგებო სიტუაციის დროს მოქალაქეებს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებათ.

სუპერმარკეტიJ. Stacevičiaus / LRT

„მაღაზიები უკვე დიდი ხანია ემზადებიან ასეთი სცენარებისთვის,“ – აცხადებს სუპერმარკეტების ქსელი Maxima-ს პრესსპიკერი ტიტას ატრაშკევიჩიუსი.

„სავაჭრო ქსელები მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით შინაგან რეგულაციებს და გეგმას მუდმივად ამუშავებენ. სახელმწიფო უწყებებისგან შემოსულ შესაძლო რისკებზე არსებულ ყველა მოთხოვნას ვპასუხობთ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოვამზადეთ კრიტიკული მაღაზიების სია და საყოველთაო გეგმა საგანგებო სიტუაციისთვის.“

ლოგისტიკა და ბარათებით გადახდა

სახელმწიფო საკვების მარაგი ფერმერებთან, საკვები პროდუქტების მწარმოებლებთან და გადამამუშავებლებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. კრიზისების ცენტრის შეფასებით, არსებული რესურსები მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფისთვის საკმარისია, თუმცა, მთავარ გამოწვევად ლოგისტიკა რჩება. განსაკუთრებით ნედლეულის და მზა პროდუქციის გადაზიდვის უზრუნველყოფა.

„მაგალითად, დაკონსერვებული პროდუქციის შემთხვევაში ერთი პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში შეიძლება ოცამდე ქვეყანა იყოს ჩართული ,“ – განმარტა ვიტკაუკასმა. „ჩვენ ვცდილობთ, რომ მიწოდების ჯაჭვები რაც შეიძლება მოკლე იყოს და წარმოება ისე დავგეგმოთ, რომ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოთ.“

შემოდგომაზე კრიზისების ცენტრი მოდელირებული სიტუაციის ჩატარებას გეგმავს, სადაც „X დღეს“ გაითამაშებენ. გამოიცდება როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს კრიზისული სიტუაციის დროს სურსათის შეძენა.

ბარათით გადახდაBNS

ლიეტუვის ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებთან ერთად წლის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს პროცედურები, რათა ბარათებით გადახდა კომუნიკაციების შეფერხების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყოს.

მთავარ სირთულედ რჩება რეგიონები, სადაც მსხვილი სავაჭრო ქსელები არ არიან და მცირე ზომის მარკეტების რაოდენობაც ნაკლებია. ამ პრობლემების უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებები გრძელდება,