გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა გერმანიის შეთავაზება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ.

Reuters-თან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზარი მერცის ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი უკრაინისთვის შეიარაღების, განსაკუთრებით Patriot-ების, მიწოდების წახალისება იყო.

კანცლერის წარმომადგენლის თქმით, გერმანია "ინტენსიურ მოლაპარაკებებს" მართავს, რათა უკრაინისთვის რუსულ იერიშებთან გასამკვლავებლად Patriot-ები შეისყიდონ.

"სხვადასხვა გზა არსებობს Patriot-ების არარსებობის შესავსებათ," განუცხადა სპიკერმა ჟურნალისტებს და დაამატა, რომ ერთ-ერთი ვარიანტი აშშ-ში გერმანიის მიერ Patriot-ების შესყიდვა და შემდგომ მათი უკრაინაში გაგზავნაა.

tabula.ge