აპრილში, მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროსა და ვალუტის რეზერვებში ოქროს რაოდენობა 12 ტონით გაზარდეს – წინასწარი შეფასება მსოფლიო ოქროს საბჭომ (WGC) გამოაქვეყნა.

ეს ნაკლებია ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო ყოველთვიური შესყიდვის მოცულობაზე (28 ტონა), აღნიშნავს WGC-ის ანალიტიკოსი კრიშან გოპოლი. შესყიდვების შენელება შესაძლოა წლის დასაწყისიდან ოქროს ფასების სწრაფ ზრდაზე იყოს პასუხი. თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ზრდაც კი ცენტრალურ ბანკებს ოქროს ყიდვისგან შეაჩერებს, რადგან ისინი, როგორც წესი, უფრო სტრატეგიულ ხასიათს ატარებენ.

ვრცლად interfax–ზე