ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედევად ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების პროცესს დაიწყებს - ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ევროკომისიას გვერდი აუაროს უნგრეთის ვეტოს და დაიწყოს ტექნიკური სამუშაოები.-  ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial TImes ავრცელებს

პროცესის დასაჩქარებლად კომისია მის მიერვე დადგენილი წესების შეცვლას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქამდე მოლაპარაკებების ახალი თავის გასახსნელად საჭირო იყო ბლოკის თითოეული წევრის თანხმობა. 

სავარაუდოა, რომ სწორედ ეს იქნება ევროკავშირის ლიდერების  ერთ-ერთი მთავარი თემა 2 ოქტომბერს, კოპენჰაგენში გასამართ შეხვედრაზე, რომელსაც 3 ოქტომბრიდან უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებიც შეურთდებიან.