საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებულ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ეხმაურება.

„როგორც ცნობილია, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

აღსანიშნავია შემდეგი მომენტები:

შეერთებული შტატების მიერ ადრე გაწეული დახმარება არ განიხილება როგორც უკრაინის ვალი;

• ფონდი არის ერთობლივი 50/50. ხმის მიცემისას არც ერთ მხარეს არ აქვს უპირატესობა;

• ფონდი არის ინვესტიციის პლატფორმა;

• შეთანხმება არ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას;

ფონდი შეესაბამება უკრაინის მიერ ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს;

• ფონდში შევა შემოსავალი ახალი საბადოებიდან და არა უკვე არსებულიდან;

- აშშ დაეხმარება უკრაინას ინვესტიციების მოზიდვაში, როგორც ამერიკიდან, ასევე ევროკავშირიდან;

• ფონდი არ იხდის გადასახადებს, რათა შემოსავალმა სრულად იმუშაოს შედეგზე;

- აშშ უზრუნველყოფს უკრაინისთვის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას (მაგალითად, საჰაერო თავდაცვის სისტემები);

- უკრაინა ახორციელებს ფონდში სახსრების შეტანას ახალი საბადოებიდან;

- მხარეები ერთად წყვეტენ, რომელ პროექტებში ჩადონ ინვესტიცია. ინვესტიცია იდება მხოლოდ უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს სამთო, ინფრასტრუქტურა, ნავთობი და გაზი;

• პირველი 10 წლის მოგება არ იყოფა - ყველაფერი უკრაინის აღდგენას ხმარდება.

შეთანხმების ხელმოწერამ უკვე პირველი შედეგი გამოიყო, შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს უკრაინაში 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების ექსპორტი“, - აღნიშნავს სურამელაშვილი.