ავტომწარმოებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით 92 მილიონი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება იწარმოვა. მწარმოებელი სახელმწიფოების რიგებს თითქმის უცვლელად ჩინეთი, იაპონია და შეერთებული შტატები ლიდერობენ. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური წარმოების 54% სწორედ ამ სამ ქვეყანაზე მოდის, რეიტინგში საკუთარ პოზიციებს განვითარებადი ბაზრებიც იმყარებენ. მაგალითად, ინდოეთში, მექსიკასა თუ ბრაზილიაში ავტოწარმოება ყოველწლიურად იზრდება.

2024 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინეთმა აწარმოვა. აქ წარმოებული 31 მილიონი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება აშშ-სა და იაპონიაში ჯამურად წარმოებულ ავტომობილებსაც აღემატება. ჩინეთის უკონკურენტო მაჩვენებელი დიდი შიდა მოთხოვნით, ელექტრომობილების ტექნოლოგიის განვითარების ტემპის ზრდითა და საექსპორტო ბაზრების ათვისებით აიხსნება. წლიური წარმოება ჩინეთში 4%-ით გაიზარდა.

რეიტინგის მეორე ადგილს, 10.5 მილიონი ერთეული ავტომობილით, შეერთებული შტატები იკავებს, სადაც წლიურად წარმოება 12%-ით შემცირდა. მესამე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კი იაპონიაა. ამომავალი მზის ქვეყანამ შარშან 8 მილიონი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება აწარმოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9%-ით ჩამორჩება. ხუთეულში ასევე შედის ინდოეთი (6 მილიონი) და მექსიკა (4 მილიონი).

ვრცლად forbes.ge - ზე