რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში მინისტრთა კაბინეტის შენობა იწვის. დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას კიევის მერი ავრცელებს.
„პეჩორის რაიონში, სავარაუდოდ, უპილოტოს ჩამოგდების შედეგად, მთავრობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეები ადგილზე მუშაობენ“, – წერს კლიჩკო.
კლიჩკოს თქმით, ხანძარია ასევე კიევის სვიატოშინის რაიონში, საწყობების შენობებში. იქაც საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ცნობისთვის, ღამის განმავლობაში რუსეთმა მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. სამიზნე იყო კიევი, ოდესა, დნიპრო, ზაპოროჟიე, კრივოი როგი.