ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად, საფრანგეთიც იზიარებს ძალიან ძლიერ უკმაყოფილებას პირველი აგვისტოდან ევროკავშირიდან ექსპორტზე აშშ-ში 30%-იანი ტარიფების გამოცხადების გამო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაკრონი აღნიშნავს, იმ შემთხვევისთვის, თუ პირველ აგვისტომდე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ევროპული ინტერესების დასაცავად ევროკომისიის მხრიდან საჭირო იქნება კონტრზონების დაჩქარება.
მაკრონის განმარტებით, ეს განცხადება მოჰყვა კომისიის მიერ შეერთებულ შტატებთან კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებში ინტენსიურ ჩართულობას, კეთილსინდისიერად გაკეთებული მყარი შეთავაზების საფუძველზე.
მისივე თქმით, ევროპული ერთიანობის პირობებში, კომისიის მოვალეობაა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დაადასტუროს კავშირის გადაწყვეტილება, მტკიცედ დაიცვას ევროპული ინტერესები.
"კერძოდ, ეს გულისხმობს სანდო კონტრზომების მომზადების დაჩქარებას, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის მობილიზებით, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის დასაძლევად საჭირო ზომების გამოყენებით, თუ პირველ აგვისტომდე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ამ საფუძველზე, საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ევროკომისიას მოლაპარაკებებში, რომლებიც ახლა გაძლიერდება, რათა პირველ აგვისტომდე მიღწეული იყოს ურთიერთმისაღები შეთანხმება, რომელიც ასახავს იმ პატივისცემას, რაც სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ერთმანეთის მიმართ ევალებათ, მათი საერთო ინტერესებითა და ინტეგრირებული ღირებულებათა ჯაჭვებით“, – აცხადებს მაკრონი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ევროკავშირისთვის 30%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.