საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა, თუმცა რჩებოდა მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისთვის საჭირო იყო ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთს ესპანეთან მოეგო.

ასეც მოხდა, დაძაბულ ბრძოლაში ბერძნებმა ესპანეთს 90:86 სძლიეს და საქართველოს ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მეორე ეტაპზე.

ჩვენი გუნდი მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება.

1tv.ge