სომხეთში დაიწყო იესო ქრისტეს გიგანტური ქანდაკების დამონტაჟების სამუშაოები.
ჰატისის მთაზე დადგმული ქანდაკება მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება: კვარცხლბეკით 77 მ, თავად ფიგურა კი 33 მ. გახსნა 2025 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
ადგილზე ასევე მოეწყობა მუზეუმი, საბაგირო გზა და ტურისტული ინფრასტრუქტურა.