საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ევრობასკეტის C ჯგუფის მასპინძელ „სპიროს კიპრიანუ არენაზე“ პირველი ვარჯიში ჩაატარა.
საწვრთნელ პროცესში 13 კალათბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გულის პრობლემის გამო გამოტოვა, ის კვლევებს ესპანეთში იტარებდა.
ალექსანდარ ჯიკიჩმა გუნდის საბოლოო, 12-კაციანი განაცხადი 27 აგვისტომდე უნდა დაასახელოს, ხოლო ნაკრები ტურნირზე პირველ მატჩს 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან გამართავს.
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობა:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების განრიგი:
28 აგვისტო | საქართველო – ესპანეთი
30 აგვისტო | საქართველო – იტალია
31 აგვისტო | საქართველო – საბერძნეთი
2 სექტემბერი | საქართველო – კვიპროსი
4 სექტემბერი | საქართველი – ბოსნია-ჰერცეგოვინა
ჯგუფიდან პლეი ოფში საუკეთესო შედეგის მქონე ოთხი ნაკრები გააგრძელებს ბრძოლას. ტურნირის გადამწყვეტ ეტაპს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.