პროცედურების გაციფრულების ფონზე, მომსახურების ღირებულება საგრძნობლად, 4,900%-ით გაიზრდება, -ამის შესახებ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. აუბარია იმაზე, რომ 2026 წლიდან სომხეთში მოქალაქეობის მიღების ღირებულება და ფორმა იცვლება.

თუ მოქალაქეობის მიღების პროცედურა ახლა 1,000 სომხურ დრამად, ანუ 7 ლარად არის შესაძლებელი, 2026 წლიდან მისი ღირებულება 50,000 დრამამდე, ანუ, დაახლოებით, 335 ლარამდე გაიზრდება.

უწყების განმარტებით, ტარიფი არ შეიცვლება ლტოლვილებისთვის.

საქმე ისაა, რომ 2026 წლიდან მოქალაქეობის მიღებისა და გაუქმების პროცედურების ჩატარება სრულად ციფრულად, ონლაინ გახდება შესაძლებელი. განმცხადებელი პირი შესაბამის დეპარტამენტში გამოცხადდება მხოლოდ ერთხელ, განაცხადის გაგზავნის შემდეგ.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო წლებში მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაზრდილ მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება, არსებული მოდელით, შეუძლებელი იყო.