იაპონური ავტომწარმოებელი Suzuki Motor–ი ინდოეთში მომდევნო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში 700 მილიარდი ინდური რუპიის (8 მილიარდი დოლარის) ინვესტირებას გეგმავს, განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშიჰირო სუზუკიმ, იტყობინება Reuters-ი.
Suzuki გეგმავს ქვეყანაში ავტომობილების წარმოების გაზრდას და ახალი მოდელების გამოშვებას, რათა შეინარჩუნოს თავისი წილი ინდოეთის ბაზარზე, რომელიც მისთვის უდიდესია.
კომპანია აკონტროლებს Maruti Suzuki-ს ბრენდს – ინდოეთის ბაზრის ლიდერს, აღნიშნავს Reuters.
„Maruti Suzuki“-ს ქარხანა ინდოეთის დასავლეთ შტატ გუჯარათში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავტომობილების წარმოების ცენტრი გახდება, განაცხადა სუზუკიმ სამშაბათს.