სათვალეების ევროპული მწარმოებელი EssilorLuxottica განიხილავს იაპონური ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელ Nikon Corp.-ში თავისი წილის გაზრდას, იტყობინება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

EssilorLuxottica ამჟამად Nikon-ის დაახლოებით 9%-ს ფლობს. წყაროების ცნობით, მას იაპონურ კომპანიაში თავისი წილის 20%-მდე გაზრდა სურს.

Nikon-ის აქციები წლის დასაწყისიდან თითქმის 12%-ით დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ვრცლად