ბრიტანელი მსახიობი კოსმო ჯარვისი ისტორიულ ტრილერში „ახალგაზრდა სტალინი“ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ფილმის გადაღებები თბილისში ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი Variety წერს.

ჯარვისმა სახელი სერიალით „სეგუნი“ გაითქვა.

ფილმს საიმონ სებაგა–მონტეფიორეს ბესტსელერის მიხედვით გადაიღებენ და იოსებ სტალინის ახალგაზრდობის წლების შესახებ მოგვითხრობს, როდესაც იგი ბანკების დამყაჩაღებელი იყო რევოლუციამდელ რუსეთში.

ფილმის აღმასრულებელმა პროდიუსერმა დენი კოენმა აღნიშნა: „სტალინის ახალგაზრდობის პერიოდი, როგორც ბანკების მძარცველის, უჩვეულო და ნაკლებად ცნობილი ისტორიაა, როდესაც იგი რევოლუციური იდეებით იყო შეპყრობილი, რასაც ძალადობა, ღალატი და ძალაუფლების წყურვილი ახლდა თან“. გადაღებებზე პასუხისმგებელია ცნობილი ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანი.

ფილმს პროდიუსერი ლენა ბლავატნიკი კომპანია Access Entertainment–დან დააფინანსებს. ბაბლუანმა აღნიშნა, რომ მას ყოველთვის იზიდავს იდუმალებით სავსე ისტორიები და სტალინის შემთხვევაში საუბარია ყველაზე დიდ იდუმალებაზე. იგი დარწმუნებულია, რომ ჯარვისს შეძლებს ახალგაზრდა სტალინის მთელი იმ წინააღმდეგობების და საშიში ხასიათის გადმოცემას.

ფილმის გადაღება თბილისში ივლისში დაიწყება.

წყარო: GBC.GE