Telegram-მა 1.7 მილიარდი დოლარის ხუთწლიანი კონვერტირებადი ობლიგაციები განათავსა, – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კომპანია ამ თანხებიდან 955 მილიონ დოლარს ვალების დასაფარად გამოიყენებს, რომელთა დაფარვის ვადაა 2026 წელი.
სააგენტოს ცნობით, ობლიგაციები განთავსდა 9%-იანი კუპონის განაკვეთით, რაც 200 საბაზისო პუნქტით მეტია 2021 წელს გაყიდული ობლიგაციების წინა ემისიის განაკვეთზე. მაშინ განთავსების მოცულობამ 2.35 მილიარდი დოლარი შეადგინა.