აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოროსის ოჯახი აშშ-ში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ქვეყნის განადგურებაში დაადანაშაულა, ამის შესახებ მან Truth Social-ში დაწერა.
„ჯორჯ სოროსი და მისი შესანიშნავი ვაჟი, რომელსაც რადიკალური მემარცხენე შეხედულებები აქვს, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ <...> ძალადობრივი საპროტესტო აქციების და სხვა მრავალი რამის მხარდაჭერისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ შეშლილებმა განაგრძონ ამერიკის დანგრევა, წაართვან მას „სუნთქვის“ და თავისუფლების ნებისმიერი შანსი. სოროსმა და მისმა ფსიქოპათთა ჯგუფმა დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას!“ - თქვა ტრამპმა. სოროსს რამდენიმე ვაჟი ჰყავს და რესპუბლიკელი, სავარაუდოდ, ალექსს გულისხმობს, რომელმაც პრეზიდენტი გააკრიტიკა.