ფაგების მწარმოებელი კომპანიის „ბიოქიმფარმის“ კონტრიბუციამ საქართველოს ეკონომიკაში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა შეადგინოს იმის მესამედი ან ნახევარი, რასაც ღვინის ექსპორტი განახორციელებს. ამის შესახებ ფაგების მწარმოებელი კომპანიის „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა  გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე „ბიოქიმფარმის“ პროდუქცია  8 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 3-5 წელიწადში ეს რაოდენობა 80-მდე უნდა გაიზარდოს.
 
როგორც მან განაცხადა, საწარმოს ყოველწლიურად შეუძლია აწარმოოს  უნიკალური ქართული ფაგების 30 მილიონი ფლაკონი პრეპარატი.